ახალი ამბები
2021 წელს საქართველო 99 974-მა ადამიანმა დატოვა
FaceBook
2021 წელს ემიგრანტების რიცხვი 2020 წელთან შედარებით 34.6%-ით გაიზარდა.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქართველო გასულ წელს 99 974-მა ადამიანმა დატოვა. 

საქსტატის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ქვეყანაში დაბრუნდა 39 526 მოქალაქე, რომელიც ემიგრაციაში იყო. შესაბამისად, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 25 966 შეადგინა.



2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688 600 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.

2021 წელს აღირიცხა უარყოფითი ბუნებრივი მატება (13 960 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (25 966 ადამიანით მეტი წავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა).
Print
თეგები: #საქსტატი