ახალი ამბები
რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 219 ბავშვი დაიღუპა
FaceBook
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 219 ბავშვი დაიღუპა, 398-ზე მეტი კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევის რაიონში ემსხვერპლა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"მარტის პირველ კვირას ჩერნიგოვის რაიონის სოფელ კრასნესთან, ავტომაგისტრალზე აფეთქდა მანქანა, რის შედეგადაც 2 და 14 წლის ბავშვები დაიღუპნენ", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 1556 სასწავლო დაწესებულება, ხოლო 102 მათგანი მთლიანად განადგურებულია.

უკრაინაში 65 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print