ახალი ამბები
რუსეთმა უკრაინას ჯამში 1 900-ზე მეტი რაკეტა ესროლა - პენტაგონი
FaceBook
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1900-ზე მეტი რაკეტა ისროლა.

"შეჭრის დაწყებიდან 1900-ზე მეტი რაკეტის გაშვება განხორციელდა. რაკეტების უმეტესობა კვლავ მარიუპოლზე და გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალზე, ძირითადად, დონბასში მოდის. ახლა უკრაინაში არის რუსების 92 ოპერატიული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, რაც ბოლო დღეებთან შედარებით ზრდაა", - აცხადებენ ამერიკის თავდაცვაში.

პენტაგონის ინფორმაციით, რუსული ძალები ნელა და არათანაბრად მოძრაობენ, თუმცა, გარკვეულ პროგრესს აღწევენ დონბასში. ისინი მიიწევენ იზიუმიდან აღმოსავლეთით და სამხრეთით. სამხრეთში რუსული ძალები ტოვებენ მარიუპოლის ტერიტორიას და მოძრაობენ ჩრდილო-დასავლეთისკენ, ზაპორიჟჟიას ოლქის მიმართულებით.

პენტაგონის ცნობით, რუსულ არმიას მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პრობლემებიც აქვს.

უკრაინაში 65 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print