ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის დანაკარგები ომის 65-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების გამო მონაცემები ცვალებადია. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასე გამოიყურება:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 23 000 ადამიანი;

ტანკი – 986 ერთეული;

ჯავშანტექნიკა / APV – 2 418 ერთეული;

საარტილერიო სისტემა – 435 ერთეული;

MLRS – 151 ერთეული;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 73 ერთეული;

თვითმფრინავი – 189 ერთეული;

ვერტმფრენი – 155 ერთეული;

საავტომობილო მანქანა – 1 695 ერთეული;

გემი/ნავი – 8 ერთეული;

საწვავის ავზი – 76 ერთეული;

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 229;

სპეციალური აღჭურვილობა – 31;

მობილური SRBM სისტემა – 4;

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 აპრილამდე პერიოდში ასეთია:

142 თვითმფრინავი;

111 ვერტმფრენი;

621უპილოტო საფრენი აპარატი;

2 629 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

277 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

302 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

1 154 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;

2 445 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 65 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა.

რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print