ახალი ამბები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონპროექტი დაამტკიცა
FaceBook
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
კანონპროექტმა 417 მხარდამჭერი და 10 საწინააღმდეგო ხმა მიიღო.

კანონპროექტი შემდეგ ეტაპს აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გაივლის.


აღნიშნული კანონპროექტი, აშშ-ის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, ყოველგვარი ფინანსური და რაოდენობრივი ჭერის გარეშე, ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გვერდის ავლით აღმოუჩინოს უკრაინას სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.

უკრაინაში 65 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print