ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის მატარებლის ბილეთები 7 დღე უფასო იქნება
FaceBook
მოქალაქეები, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდებიან ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრებიან საქართველოს რკინიგზისგან მატარებლების ბილეთებს უფასოდ მიიღებენ.
ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

"30 აპრილიდან 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით - უფასოდ იმგზავრებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

სადგურში სახელწოდებით „ქუთაისის აეროპორტი“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება.








Print