ახალი ამბები
"რუსებმა მარიუპოლში ფოსფორის ბომბები ჩამოყარეს“ - „აზოვის“ პოლკის მეთაური
FaceBook
რუსეთი უკრაინის  ქალაქ მარიუპოლზე ფოსფორის ბომბებით ახორციელებს თავდასხმას.

ინფორმაციას აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 50 საჰაერო იერიში მიიტანეს ღამით მარიუპოლზე.

სვიატოსლავ პალამარმა მოუწოდა ყველას ქალაქის ევაკუაციისთვის გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ. 

რუსეთი იყენებს "ყველაფერს, რისი გამოყენებაც ბარბაროსს შეუძლია კაცობრიობის წინააღმდეგ", - ამბობს პალამარი მის მიმართვაში.

მარიუპოლი თითქმის ორი თვეა ალყაშია. მას "აზოვის" პოლკი იცავს. უკრაინელი მებრძოლები და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ქარხანა „აზოვსტალში“ არიან გამაგრებული.

ამ დრომდე ვერ ხერხდება „აზოვსტალში“ შეფარებული მშვიდობიანი მოქალქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა და მათი ევაკუაცია.

უკრაინაში 64 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print