ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის დანაკარგები ომის 64-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების გამო მონაცემები მუდმივად იცვლება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასე გამოიყურება:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 22 800 ადამიანი;

ტანკი – 970 ერთეული;

ჯავშანტექნიკა / APV – 2 389 ერთეული;

საარტილერიო სისტემა – 431 ერთეული;

MLRS – 151 ერთეული;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 72 ერთეული;

თვითმფრინავი – 187 ერთეული;

ვერტმფრენი – 155 ერთეული;

საავტომობილო მანქანა – 1 688 ერთეული;

გემი/ნავი – 8 ერთეული;

საწვავის ავზი – 76 ერთეული;

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 215;

სპეციალური აღჭურვილობა – 31;

მობილური SRBM სისტემა – 4;

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 აპრილამდე პერიოდში ასეთია:

141 თვითმფრინავი;

111 ვერტმფრენი

609 უპილოტო საფრენი აპარატი;

2 616 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

275 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

297 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

1 139 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

2 426 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 64 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print