ახალი ამბები
შავ ზღვაში რუსეთის 20-მდე ხომალდია - ბრიტანეთის დაზვერვა
FaceBook
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა შავ ზღვაში რუსული საბრძოლო ხომალდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

დაზვერვის ცნობით, ამჟამად ოპერატიულ ზონაში 20-მდე ხომალდი იმყოფება. მათ შორის არიან წყალქვეშა ნავებიც.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ამ დრომდე ვერ ახერხებს, რომ ჩაძირული "მოსკვა" სხვა ხომალდით ჩაანაცვლოს, რადგან ბოსფორი ყველა არათურქული ხომალდისთვის უკვე ჩაკეტილია.

"ბოსფორი რჩება ჩაკეტილი ყველა არათურქული ხომალდისთვის, რის გამოც რუსეთი ვერ შეძლებს შავ ზღვაში დაკარგული კრეისერი "მოსკვა" შეცვალოს. მიუხედავად სადესანტო გემის "სარატოვისა" და კრეისერ "მოსკვას" დანაკარგისა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ინარჩუნებს უკრაინულ და სანაპირო ობიექტებზე დარტყმის უნარს", - წერს ბრიტანული დაზვერვა.

უკრაინაში 64 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print