ახალი ამბები
მარტის თვეში რუსეთიდან 45 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა
FaceBook
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვრის სტატისტიკის შესაბამისად, მიმდინარე წლის მარტის თვეში  ოკუპანტი ქვეყნიდან  45 068 მოქალაქე, ხოლო  ბელორუსიდან 20 029 მოქალაქე შემოვიდა.
რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 430% -ით მეტია. 



საქართველოს კანონმდებლობით, რუსეთის ფედერაცია იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება.

რუსეთს საქართველოში შემოსასვლელად სატრანზიტო ქვეყნად იყენებენ ის უკრაინელი ლტოლვილებიც, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად ფილტრაციის ბანაკების გავლა უწევთ.

2022 წლის მარტში სახელმწიფო საზღვარი (გასვლა-შემოსვლა) სულ 701 740-ჯერ გადაკვეთეს. აქედან 35 % იყო საქართველოს მოქალაქე, 65 % კი – უცხოეთის.

უკრაინაში 64 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print