ახალი ამბები
რუსი ჯარისკაცებიდან სექსუალური ძალადობის შემთხვევები რამდენიმე ასეულს აღწევს
FaceBook
რუსი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის შემთხვევები 400-ს აღწევს.

მსხვერპლთა შორის არიან ბავშვებიც. უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის შემთხვევის შესახებ საჩივრები ცხელი ხაზის საშუალებით მიეწოდათ.

სატელეფონო შეტყობინებიდან  ომბუდსმენის ოფისმა  დაახლოებით 400 საჩივარი 1-14 აპრილს შორის მიიღო.

დენისოვას ცნობით,  ანგარიშების რაოდენობა კვლავ იზრდება.

უკრაინაში 63 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print