ახალი ამბები
უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო
FaceBook
27 აპრილს რუსეთმა ვერ შეძლო ეფექტურად გაენადგურებინა უკრაინის საჰაერო ძალები ან ჩაეხშო უკრაინის საჰაერო თავდაცვა.

ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინის სახმელეთო ძალები აგრძელებენ რუსეთის დაბომბვების რისკის ქვეშ ბრძოლას.

რუსეთის საჰაერო აქტივობა ძირითადად ორიენტირებულია სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზე. ამით რუსეთის სახმელეთო ძალების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო პროგნოზირებს მარიუპოლში რუსეთის საჰაერო თავდასხმების ტაქტიკას. მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ, განხორციელდება უმართავი თავისუფალი ვარდნის ბომბების გამოყენება, რომლებიც არაეფექტურია სამიზნეების დარტყმისას, მაგრამ ზრდის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რისკს.

უკრაინაში 63 დღეა ომია. ქალაქი მარიუპოლი თითქმის ორი თვეა ალყაშია.

„აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებული „აზოვის“ ბატალიონის მებრძოლები ქალაქს არ თმობენ. 






Print