ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში მიიწვიეს
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მიიწვიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

"ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ოჯახის წევრები", - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს გარდაიცვალა.
Print