ახალი ამბები
აშშ საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
FaceBook
საქართველო თავდაცვის გასაძლიერებლად აშშ-სგან $35 მილიონს მიიღებს.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა წერილობითი კომენტარი ამერიკის ხმასთან გააკეთა.

"საქართველო მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა",
– ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კომენტარში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, უცხოური სამხედრო დაფინანსებისთვის (FMF) გამოყოფილი $713 მილიონიდან $322 მილიონი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება.

FMF-ის თანხებიდან არის გამოყოფილი საქართველოსთვის განკუთვნილი $35 მილიონიც.

დეპარტამენტმა კონგრესს ამ თანხის გამოყოფის შესახებ ცნობა 24 აპრილს გაუგზავნა.

Print