ახალი ამბები
ჭიათურაში "კონსერვატიული მოძრაობის" შტაბს ,,პუტინის ოფისი'' დააწერეს
FaceBook
პრორუსული, ძალადობრივი პარტია "კონსერვატიული მოძრაობის"  არსებობას ჭიათურაშიც ეწინააღმდეგებიან.

სამოქალაქო აქტივისტებმა შენობას, სადაც პარტიის ოფისია განთავსებული, ,,პუტინის ოფისი'' და რუსული საოკუპაციო ჯარის სიმბოლო ნიშანი z წითელი საღებავით დააწერეს. ამ ფორმით ადგილობრივებმა საქართველოში დეკლარირებულად პრორუსული ძალის მუშაობა გააპროტესტეს.

"კონსერვატიული მოძრაობა" გასული წლის ნოემბერში დაფუძნდა. პარტიის წევრები ღიად აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში მოვლენ და რუსეთთან დიალოგზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებენ. პარტია მართავს მათ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას სახელწოდებით "ალტ-ინფო", რომელიც პარტიის მთავარი პროპაგანდისტული იარაღია. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე აღარ არის.

"კონსერვატიული მოძრაობის" წევრთა სახელს უკავშირდება 2021 წლის 5 ივლისს ჩატარებული ანტი-ლგბტ აქცია, სადაც ათობით ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასტიკად სცემეს ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
Print