ახალი ამბები
ბრიტანეთი უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებითი ღირებულების გადასახადს აუქმებს
FaceBook
უკრაინიდან ბრიტანეთში შესულ საქონელზე ყველა დამატებითი გადასახადი მოიხსნება.


ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

მათი თქმით, ტარიფები ნულამდე შემცირდება და არსებული კვოტები მოიხსნება, რაც ხელს შეუწყობს უკრაინაში ბიზნესს და ისეთი ძირითადი პროდუქტების ექსპორტს, როგორებიცაა ქერი, თაფლი, დაკონსერვებული პომიდორი და ფრინველი.

"ჩვენ ამ დიდ ბრძოლაში ურყევად ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიმუშავებთ, რათა უკრაინა გადარჩეს და განვითარდეს, როგორც თავისუფალი და სუვერენული ერი", - თქვა ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მდივანმა ანა-მარი ტრეველიანმა.

ამჟამად უკრაინულ იმპორტზე საშუალო ტარიფი დაახლოებით 22%-ია.

გასულ კვირას, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა ფუფუნების პროდუქტებზე: ხიზილალაზე, ვერცხლსა და ბრილიანტებზე.

უკრაინაში 62 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. უკრაინამ დაიბრუნა რუსების მიერ ოკუპირებული 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.
Print