ახალი ამბები
შვედეთი უკრაინას საარტილერიო დანადგარებს გადასცემს
FaceBook
შვედეთი უკრაინას Aრცჰერ FH77 -ის ტიპის 155მმ-იან თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს გადასცემს.


ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დანადგარს გააჩნია 12.7 მმ-იანი დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევი. მისი საბრძოლო მარაგი 20 ჭურვს შეადგენს, ჭურვების მარაგების შევსებას 8 წუთი სჭირდება. მისი სწრაფი ტრანსპორტირება შესაძლებელია სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით. არჩერს ჰყავს ეკიპაჟის 4 წევრი, რომლებიც იმყოფებიან სატრანსპორტო საშუალების კაბინაში. როგორც მანქანის სალონი, ასევე ძრავის განყოფილება სრულად არის დაჯავშნილი, ხოლო კაბინა აღჭურვილია ტყვიებისა და ფრაგმენტაციის საწინააღმდეგო ფანჯრებით.

არჩერს გააჩნია სრულად ავტომატური დატენის სისტემა.

უკრაინაში 62 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

უკრაინამ დაიბრუნა რუსების მიერ ოკუპირებული 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.



Print