ახალი ამბები
ომი უკრაიანში მარცვლეულის ფასს გაზრდის
FaceBook
რუსეთის შეჭრა მნიშვნელოვნად აფერხებს უკრაინაში მარცვლეულის წარმოებას.

ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

უკრაინული მარცვლეულის მოსავალი 2022 წლისთვის, სავარაუდოდ, 20%-ით დაბალი იქნება 2021 წელთან შედარებით.

უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრის შემდეგ სათესი ფართობი შემცირდა, რაც გაზრდის მარცვლეულის გლობალურ ფასს. ეს ყველაზე მეტად აისახება ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნებზე, ეს იმ ფონზე, როცა უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და ექსპორტიორია.

უკრაინაში 62 დღეა ომია. რუსი აგრესორები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. დაიღუპა ათასობით უკრაინელი და დაინგრა ასობით დასახლებული პუნქტი. ინტენსიური ბრძოლები ამჟამად აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარეობს.
Print