ახალი ამბები
გაეროს გენერალური მდივანი დღეს პუტინს შეხვდება
FaceBook
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

იგი მოსკოვში უკვე ჩავიდა. მოსკოვში ვიზიტამდე გაეროს გენერალური მდივანი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გუტიერესი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსაც შეხვდა. მოსკოვის შემდეგ გუტიერესი უკრაინაში გაემგზავრება, სადაც აუდიენციას ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს.

გუტიერესი ვიზიტების ფარგლებში უკრაინისა და რუსეთის უმაღლეს პირებთან უკრაინაში ომის დასრულების გზებსა და მშვიდობის დამყარებაზე იმსჯელებს.

უკრაინაში 62 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print