ახალი ამბები
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმუშავებს
FaceBook
24 და 25 აპრილს, ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება.

ქუთაისის მერიამ გადაწყვეტილება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღო. საქალაქო ტრანსპორტი 8:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, როგორც აღდგომის დღესასწაულზე, ასევე მიცვალებულთა მოხსენიების დღეს.

გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რომელი სვლაგეზი რომელი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას გაივლის:

ხაზი N 1 (წრიული მარჯვენა და მარცხენა) გაივლის ძელქვიანის სასაფლაოსთან ("გორგიას" მიმდებარე ტერიტორია);
ხაზი N 4 - ოღასკურისა და ავტოქარხნის სასაფლაოები;
ხაზი N5 - ჭომის სასაფლაო;
ხაზი N 10 - ავანგარდის სასაფლაო;
ხაზი N 19 - საფიჩხიის, ნიკეასა და ძელქვიანის სასაფლაოები;
ხაზი N 25 - ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების სასაფლაო;
ხაზი N 31 - ნიკეას, ოღასკურისა და ძელქვიანის სასაფლაოები.
Print