ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
FaceBook
23 აპრილს, გამთენიას ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მის ცხედარს ოჯახის წევრები და ახლობლები დროშებითა და სანთლებით დახვდნენ.

არკადი კასრაძე 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა. მასთან ერთად დაღუპულ კიდევ ორ ქართველს, ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს დღეს, ვარშავა-თბილისის რეისით ჩამოასვენებენ.

ამ დრომდე მარიუპოლში რჩება ბახვა ჩიქობავას ცხედარი, რომლის გადმოსვენებაც ვერ ხერხდება.

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს სულ 9 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Print