ახალი ამბები
გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვსა და კიევში ჩავა
FaceBook
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი რუსეთსა და უკრაინაში ჩავა.

პირველი ვიზიტი 26 აპრილს, მოსკოვში შედგება, სადაც გუტიერესი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. ორი დღის შემდეგ კი, 28 აპრილს, გაეროს გენერალური მდივანი კიევს ეწვევა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.

ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერმა ისაუბრა.

გუტიერესი ვიზიტების ფარგლებში უკრაინისა და რუსეთის უმაღლეს პირებთან უკრაინაში ომის დასრულების გზებსა და მშვიდობის დამყარებაზე იმსჯელებს.

უკრაინაში 59 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #გუტიერესი