ახალი ამბები
კანაფის ფისის მცირე რაოდენობით მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა
FaceBook
კანაფის ფისის კონკრეტული ოდენობით მოხმარება პატიმრობით აღარ დაისჯება.


გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანაფის ფისის მოხმარება, პოტენციურად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, გაუმართლებელია პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო. ამასთან, სპეციალისტთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისი წარმოადგენდა საშუალოდ ერთი მოხმარების, ხოლო მაქსიმუმ 4 მოხმარების დოზას.

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ კანაფის ფისის მოხმარება, როგორც წესი, არ იწვევდა მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებასა და აგრესიული, ანტისაზოგადოებრივი ქმედებების განხორციელებას. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი სანქციის სახე – თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნებოდა გამართლებული ვერც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია – თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არღვევდა არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორი თბილისის საქალაქო სასამართლო იყო.


Print
თეგები: #კანაფი