ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის დანაკარგები ომის 58-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 21 200 ადამიანი

ტანკი – 838 ერთეული

ჯავშანტექნიკა – 2 162

საარტილერიო სისტემა – 397

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 69

თვითმფრინავი – 176

ვერტმფრენი – 153

საავტომობილო მანქანა – 1 523

გემი/ნავი – 8

საწვავის ავზი – 76

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 172

სპეციალური აღჭურვილობა – 27

მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

140 თვითმფრინავი

106 ვერტმფრენი

512 უპილოტო საფრენი აპარატი

2 422 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

254 საზენიტო სარაკეტო სისტემა

266 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 051 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

2 274 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 58 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print