ახალი ამბები
უკრაინაში დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება
FaceBook
დღეს, 22 აპრილს, უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება.


ვიცე-პრემიერის ირია ვერეშჩუკის თქმით, მარშრუტებზე გადაადგილება საშიშია და არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები.

"მარშრუტებზე არსებული საფრთხის გამო, დღეს, 22 აპრილს, ჰუმანიტარული დერეფნები არ იქნება. ყველას, ვინც ევაკუაციას ელოდება გთხოვთ, მოითმინეთ, გამაგრდით"
- წერს ვერეშჩუკი სოციალურ ქსელში.

უკრაინაში 58 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print