ახალი ამბები
აშშ-მა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა
FaceBook
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
სანქციების პაკეტი შეეხო იმ პირებს, რომლებიც აშშ-ისა და მისი საერთაშორისო პარტნიორების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავიდან აცილების მცდელობებში მონაწილეობენ.

სანქციები დაწესდა რუსულ კომერციული ბანკ Transkapitalbank-ს და 40-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირების გლობალურ ქსელს, რომელსაც ხელმძღვანელობს რუსი ოლიგარქი კონსტანტინე მალოფეევი.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები შეეხო ის კომპანიებიც, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ვირტუალური ვალუტის მაინინგ ინდუსტრიაში.

აშშ აწესებს სავიზო შეზღუდვებს რუსეთის 635 მოქალაქისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩართული არიან ისეთ ქმედებებში, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს.

უკრაინაში 57 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.



Print