ახალი ამბები
ლიეტუვამ უკრაინას ათობით მილიონი ევროს ღირებულების ნაღმტყორცნები გადასცა
FaceBook
ლიეტუვა უკრაინას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალასა და შეიარაღებას აწვდის.

საუბარია ათობით მილიონი ევროს ღირებულების ნაღმტყორცნებზე. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკა მათ ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს.

"უკრაინის მხარდასაჭერად მძიმე ნაღმტყორცნები ჩავაბარეთ, რაოდენობას არ დავასახელებ, მაგრამ ბევრი ჩავაბარეთ",
- თქვა ანუსაუსკასმა.

მისი თქმით, უკრაინაში უკვე გადატანილია არა მხოლოდ შტინგერის სარაკეტო სისტემა, არამედ სხვა ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო იარაღი, საბრძოლო მასალა, ყუმბარები, ტყვიამფრქვევები და სხვა შეიარაღება.

უკრაინაში 57 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print