ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის დანაკარგები ომის 57-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების გამო მონაცემები მუდმივად იცვლება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან  21 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასე გამოიყურება:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 21 000 ადამიანი;

ტანკი – 829 ერთეული;

ჯავშანტექნიკა / APV – 2 118 ერთეული;

საარტილერიო სისტემა – 393 ერთეული;

MLRS – 136 ერთეული;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67 ერთეული;

თვითმფრინავი – 172 ერთეული;

ვერტმფრენი – 151 ერთეული;

საავტომობილო მანქანა – 1 508 ერთეული;

გემი/ნავი – 8 ერთეული;

საწვავის ავზი – 76 ერთეული;

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 166;

სპეციალური აღჭურვილობა – 27;

მობილური SRBM სისტემა – 4;

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან  21 აპრილამდე პერიოდში ასეთია:

140 თვითმფრინავი;

106 ვერტმფრენი;

498 უპილოტო საფრენი აპარატი;

2 397 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

254 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

261 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

1 038 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

2 244 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 57 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print