ახალი ამბები
ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - სოფელ გეგუთის მცხოვრები დახმარებას ითხოვს
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ გეგუთში მცხოვრები, მარინა სუპატაშვილი დახმარებას ითხოვს.

მარინა სუპატაშვილს გაუსაძლისი საცხოვრებელ პირობები აქვს. სოციალურ სიდუხჭირესთან ერთად, მისი საცხოვრებელი სახლი ამორტიზებულია, რის გამოც სოციალურად დაუცველი ყოველდღიურად საფრთხის წინაშე დგას.

"ოთახებში გავლის მეშინია, ყოველ დღე არსებობს კედლების დანგრევის საშიშროება,"- ამბობს მარინა სუპატაშვილი.

მარინა სუპატაშვილის საცხოვრებელი სახლი 2006 წელს, დიდთოვლობამ დააზიანა, რის შემდგომაც სახლის რეაბილიტაცია არ მომხდარა.

"9 წელია ვითხოვ დახმარებას, ამ კედლებში ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და იქნებ, ვიდრე გამოუსწორებელი ტრაგედია დატრიალდება, დროულად მომაქციონ ყურადღება," - ამბობს სუპატაშვილი.

როგორ გამოიყურება მარინა სუპატაშვილის საცხოვრებელი სახლი და რა პოზიცია აქვს აგილობრივ ხელისუფლებას სოციალურად დაუცველის მოთხოვნებზე, ნახეთ მალე ვიდეოსიუჟეტი ქუთაისიპოსტზე.


Print