ახალი ამბები
"თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში'' - შარლ მიშელი კიევშია
FaceBook
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.
უცხოელე დიპლომატი  კიევში გადაღებულ ფოტოს Twitter-ზე აქვეყნებს.

"თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში", -
წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.

უკრაინაში 56 დღეა ომია.

რუსეთმა ბოლო დღეებია დონბასის ოლქში მოახდინა ძალების კონცენტრაცია. რუსმა აგრესორებმა ომის ახალი ფაზა დაიწყეს - ბრძოლა დონბასისთვის.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.


Print