ახალი ამბები
უკრაინაში დღეს ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება
FaceBook
სამდღრიანი ჩაკეტვის შემდეგ, დღეს უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსენება.
ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი წერს.

"მარიუპოლში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით, სწორედ აქ გავამახვილებთ ჩვენს ძალისხმევას დღეს. ჩვენ მოვახერხეთ ქალების, ბავშვებისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის წინასწარ შეთანხმება. ვიკრიბებით მარიუპოლში დღეს, 20 აპრილს, 14:00 საათიდან ტაგანროზკას ქუჩების და 130-ე ტაგანროზის დივიზიის კვეთაში.
კოლონა გადაადგილდება მარშრუტით: მარიუპოლი-მანგუში-ბერიანსკი-ტოკმაკი-ორიხივი-ზაპორიჟიე. უსაფრთხოების ძალიან რთული სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა ცვლილებები მოხდეს კორიდორული მოქმედების დროს", -  წერს ვერეშჩუკი. 

რუსული ძალების მიერ ალყაშემორტყმულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში რამდენიმე კვირაა ათასობით ადამიანია ჩარჩენილი.

უკრაინაში 56 დღეა ომია. რუსეთმა ბოლო დღეებია დონბასის ოლქში მოახდინა ძალების კონცენტრაცია. რუსმა აგრესორებმა ომის ახალი ფაზა დაიწყეს - ბრძოლა დონბასისთვის. 

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.


Print