ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სააღდგომოდ ნობათების შესაძენად 60 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის მერიამ "სოციალური ღონისძიების" პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ბენეფიციარებისთვის ნობათის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

60 000 ლარის ღირებულების ტენდერი მერიამ მიმდინარე წლის 6 მარტს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სააღდგომო ნობათის მიწოდება  სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარისთვის  საკუთარი ხარჯებით, 2015 წლის 6 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით, უნდა განახორციელოს.
გაყინული ქათამი, შაქარი, პასკა, კვერცხი, შედედებული რძე, ზეთი, შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, პურის ფქვილი - ეს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა სურსათი გამარჯვებულმა ორგანიზაციამ 2400 პაკეტად უნდა შეფუთოს და ბენეფციარებს თავად უნდა გადასცეს.
თეკლე მორგოშია
Print