ახალი ამბები
60 სამხედრო და 16 მშვიდობიანი მოქალაქე - უკრიანამ ოკუპანტ ქვეყანასთან ტყვეები გაცვალა
FaceBook
უკრაინის ვიცე-პრემიერის და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს.
ვერეშჩუკის თქმით, გაათავისუფლეს 60 სამხედრო, აქედან 10 ოფიცერია. 16 ადამიანი კი სამოქალაქო პირია. მისივე განმარტებით, ოკუპანტს ქვეყანასთან ტყვეები უკრაინამ მეხუთედ გაცვალეს.

პირველად უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 24 მარტს გაცვალეს. 10 ოკუპანტი ტყვის სანაცვლოდ, 10 უკრაინელი ტყვე გაათავისუფლეს. პირველ აპრილს კი 86 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლეს.

უკრაინაში 56 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print