ახალი ამბები
რუსეთი სამი დღეა ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ხსნის
FaceBook
რუსეთ-უკრაინის ომში რუსული მხარე მესამე დღეა ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ხსნის.

ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.

მისი  თქმით, რუსული ჯარები დღესაც, 19 აპრილს, არ დათანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მარშრუტების უზრუნველყოფას.

მანამდე ყოველდღიურად დაგეგმილი ჰუმანიტარული დერეფნებიდან რამდენიმეთი მაინც ხერხდებოდა მოსახლეობის ევაკუაცია ოკუპირებული ქალაქებიდან და დასახლებული პუნქტებიდან.

თუმცა რუსულმა მხარემ ბოლო სამი დღეა ამ მხრივაც შეცვალა პოლიტიკა. 

უკრაინაში 55 დღეა ომია. რუსეთმა ბოლო დღეებია დონბასის ოლქში მოახდინა ძალების კონცენტრაცია. რუსმა აგრესორებმა ომის ახალი ფაზა დაიწყეს - ბრძოლა დონბასისთვის. 

Print