ახალი ამბები
იაპონია უკრაინას ქიმიური იარაღისგან დამცავ აღჭურვილობას გადასცემს
FaceBook
იაპონია უკრაინას ქიმიური იარაღისგან დამცავ აღჭურვილობა და დრონებს გადასცემს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

"იაპონიამ გადაწყვიტა უკრაინის მთავრობას მიაწოდოს NBC კოსტიუმები, ნიღბები და დრონები. უკრაინელების ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დასაცავად კვლავ გრძელდება, ამიტომ იაპონია განაგრძობს მხარდაჭერას'',-
აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებმა უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.

უკრაინაში 54 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print