ახალი ამბები
ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს
FaceBook
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ის მოკავშირეებთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

"ვირტუალური შეხვედრის დროს აშშ-ს პრეზიდენტი მოკავშირეებთან ერთად უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს
", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინაში საელჩოს ხელახლა გახსნის, თუმცა კონკრეტულად როდის არ დაუზუსტებია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევს ეწვევა.

"ვფიქრობ, ამას გააკეთებს. თუმცა, ეს მისი გადაწყვეტილებაა და ეს ასევე დამოკიდებულია უსაფრთხოების ზომებზე. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ რადგან ის შეერთებული შტატების ლიდერია, ამიტომ უნდა ჩამოვიდეს აქ, ამ ყველაფრის სანახავად", -
განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

უკრაინაში 54 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print