ახალი ამბები
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების ნაწილმა ბრძოლაზე უარი თქვა
FaceBook
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ე.წ. სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

"დაზუსტებული ინფორმაციით, შავი ზღვის ფლოტის 126-ე ბრიგადის დანაკარგი 75%-მდეა. შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ დაკარგა 158 სამხედრო მოსამსახურე, თითქმის 500 დაიჭრა, 70 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.ნახსენები ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაწერა მოხსენებები, რომლებშიც უარს ამბობენ ე.წ. სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობაზე",
-აღნიშნულია განცხადებაში. 

უკრაინაში 55 დღეა ომია.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.

რუსეთის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ერის გენოციდად შეიძლება შეფასდეს.
Print