ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის დანაკარგები ომის 55-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების გამო მონაცემები მუდმივად იცვლება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასე გამოიყურება:

პერსონალი – დაახლოებით 20 800 ადამიანი;

ტანკი – 802 ერთეული;

ჯავშანტექნიკა / APV – 2 063 ერთეული;

საარტილერიო სისტემა – 386 ერთეული;

MLRS – 132 ერთეული;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67 ერთეული;

თვითმფრინავი – 169 ერთეული;

ვერტმფრენი – 150 ერთეული;

საავტომობილო მანქანა – 1 495 ერთეული;

გემი/ნავი – 8 ერთეული;

საწვავის ავზი – 76 ერთეული;

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 158;

სპეციალური აღჭურვილობა – 27;

მობილური SRBM სისტემა – 4;

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აპრილამდე პერიოდში ასეთია:

139 თვითმფრინავი;

105 ვერტმფრენი;

483 უპილოტო საფრენი აპარატი;

2 337 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

250 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

254 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

1 009 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

2 196 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 55 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print