ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემის აღჭურვილობას უგზავნის
FaceBook
დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემებით აღჭურვილ ჯავშანტექნიკას გაუგზავნის.
ამის შესახებ ინფორმაციას PA Media ავრცელებს.

გასულ კვირებში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოლსბერის დაბლობზე Stormer High Velocity Missile (HVM) ჯავშანტექნიკა გამოცადა.აღნიშნულ ტექნიკასთან ერთად, ბრიტანეთი უკრაინაში 13-ტონიანი მანქანებისა და C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს.

Stormer დამზადებულია BAE Systems-ის მიერ. მის გასაშვებად სამი ადამიანია საჭირო და Starstreak რაკეტებს იყენებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ის უკრაინას დამატებით შეიარაღებას აუცილებლად გაუგზავნის.

ზელენსკიმ დასავლეთს მეტი შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდა.

უკრაინაში 55 დღეა ომია.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.

რუსეთის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ერის გენოციდად შეიძლება შეფასდეს.
Print