ახალი ამბები
რუსმა სამხედროებმა მარიუპოლიდან 150-მდე ბავშვი იძულებით გაიყვანეს
FaceBook
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მყოფი 150-მდე ბავშვი რუსმა სამხედროებმა რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ ასევე რუსეთის ტერიტორიებზე გაიყვანეს. 

ინფორმაციას ყირიმის ადამიანის უფლებათა ჯგუფი მარიუპოლის მერის მრჩეველზე, პეტრო ანდრიუშჩენკოზე, დაყრდნობით იტყობინება.

ბევრი ბავშვი საავადმყოფოდან წაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ  ისინი არ იყვნენ ობლები.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები დროებით ოკუპირებული დონეცკისა და რუსეთის ქალაქ ტაგანროგის მიმართულებით გადაიყვანეს.

უკრაინაში 54 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. ოფიციალური ინფორმაციით ომს 206 ბავშვი ემსხვერპლა.

რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანილია ათასობით უკრაინელი ბავშვი.
Print