ახალი ამბები
მთავრობამ სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარებას 50 ლარით უზრდის
FaceBook
1 ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება  50 ლარით გაიზრდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი. ანუ თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება შეადგენს 150 ლარს, პირველი ივნისიდან'', - განაცხადა პრემიერმა.

ამ დროისთვის დახმარების ოდენობა 100 ლარია.

პრემიერის განმარტებით, სიახლე 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება.
Print