ახალი ამბები
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 205 ბავშვი მოკლეს
FaceBook
უკრაინაში რუსეთის მასშტაბური ომის დაწყებიდან დღემდე 205 ბავშვი დაიღუპა, 362-ზე მეტი დაშავდა.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 117 ბავშვი, კიევში - 107, ხარკოვში - 91, ჩერნიგოვი - 54, ხერსონი - 43, მიკოლაევი - 40, ლუგანსკი - 36, ზაპოროჟიე - 23, დედაქალაქი - 16, სუმი - 16, ჟიტომირი - 15.

საომარი მოქმედებების პირობებში დაბომბა 1018 სასწავლო დაწესებულება, მათგან 95 სრულად განადგურდა.

უკრაინაში 54-ე დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები.


Print