ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის, იმერეთის რეგიონში კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
ამინდის მოკლევადიანი პროგნოზის ხელმძღვანელის დოდო გვაზავას თქმით, ორშაბათს 18 აპრილს იქროლებს დასავლეთით მქროლავი ქარი 7/8 მ-წმ სიჩქარით.

19-20 აპრილს ქარის სიჩქარე დაიკლებს, ჰაერის ტემპერატურა კი 18-20 0იქნება, 20 აპრილს დილით მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.

სინოპტიკოსის ვარაუდით, 21-22 აპრილს გამოიდარებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დათბება და ჰაერის ტემპერატურა 24-250 იქნება.

23 აპრილს ჰაერის ტემპერატურა 30 0-მდე მოიმატებს, ხოლო კვირას მოსალოდნელია მისი კლება 14-160 მდე.

Print