ახალი ამბები
რუსებმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
FaceBook
ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, მაკსიმ კოზიცკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს 4 სარაკეტო იერიში, ლვოვის მერის თქმით კი – 5.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რამდენი რაკეტა ისროლეს რუსებმა, დაშავებულების შესახებ კი ინფორმაცია ზუსტდება.

უკრაინაში 54 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნისჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print