ახალი ამბები
დღეს პარლამენტში სამხედრო დაზვერვის სამსახურისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მოუსმენენ
FaceBook
დღეს საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. სხდომაზე სამხედრო დაზვერვის სამსახურისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მოუსმენენ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე პროცესები განიხილება. ასევე, ისაუბრებენ, თუ რა გავლენას ახდენს მეზობელ ქვეყნებს შორის საომარი მოქმედებები ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
Print