ახალი ამბები
უკრაინაში ომს 200-ზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა
FaceBook
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმმაციით, უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედების შედეგად უკვე 202 ბავშვი დაიღუპა.
„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 563-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. დაიღუპა 202 ბავშვი და დაშავდა 361-ზე მეტი“, - წერს გენერალური პროკურატურა.

უწყების ცნობთ,  ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან აქტიურად მუშაობენ საომარი მოქმედებების რაიონებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაღუპულთა რაოდენობის დასადგენად.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმებისას, დაზიანდა 1018 სასწავლო დაწესებულება, აქედან 95 მთლიანად განადგურდა.

უკრაინაში 53 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print