ახალი ამბები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ვანო ნადირაძე
FaceBook
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეთაური ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი — დაიჭრა.

ქართველი მებრძოლი ქალაქ რუბეჟნოეში დაიღუპა. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას უკვე 7 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

უკრაინაში 52-ე დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან და 918 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს.
Print