ახალი ამბები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში ჩავიდა
FaceBook
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში ჩავიდა. 

ამის შესახებ დელეგაციის ერთ-ერთი წევრი პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი ფეისბუკგვერდზე წერს:

„15 საათიანი მგზავრობის შემდეგ კიევში ვართ.“

საპარლამენტო დელეგაცია 9 დეპუტატისგან შედგება, მათ შორის არიან:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე, "ქართული ოცნებიდან" – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია,
"მოქალაქეები" – ლევან იოსელიანი,
"საქართველოსთვის" – გიორგი ხოჯევანიშვილი,
"გირჩი" – ვახტანგ მეგრელიშვილი.
"რეფორმების ჯგუფი" – ხათუნა სამნიძე,
"ლელოდან" – ანა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო დელეგაციაში არ არიან "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციისა და "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენლები.

უკრაინელმა დიპლომატმა ევროკავშირის პარლამენტებისა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერები უკრაინაში მიიწვია. შესაბამისად, მიწვევა მიიღო შალვა პაპუაშვილმაც. მან თავდაპირველად თქვა, რომ მიწვევა მიღებული არ ქონდა, ხოლო შემდეგ მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ის ავად იყო და უკრაინაში ჩასვლას ვერ შეძლებდა.

უკრაინაში 52 დღეა ომია. 

Print