ახალი ამბები
ქუთაისში ცენტრალური ქუჩები კამერების წინ გაწმინდეს - "ევროპა ჩვენი სახლია"
FaceBook
ქუთაისის მერიას არასამთვარობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" დიდთოვლობის დროს გზების გაწმენდით სამუშაოებს უწუნებს.

"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი თორნიკე ბარათვილი ამბობს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ კამერების წინ მხოლოდ ქალაქის ცენტრი გაწმინა.

"მხოლოდ ქალაქის ცენტრი გაწმინდა, ისიც მოგვიანებით რომ ეტრიალებინათ სიუჟეტებში. ქალაქი მარტო ფალიაშვილის ქუჩა არ არის. გამოდის, რომ მურღულია მხოლოდ ფალიაშვილი ქუჩის მერი ყოფილა", - განმარტა ბრიფინზე ბარათაშვილმა.

"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელებმა თოვლისგან გაუწმენდავი რამდენიმე ქუჩა ფოტოსლაიდებად წარმოადგინეს.

"ვიცით, რომ თოვლი ყველა ქალაქში მოდის და ყველას უხარია. მაგრამ მეორეა რა პრობლემებს შექმნის ის. ჯერ კიდევ საეჭვო ვითარებაში შეძენელი სპეცტექნიკა გვიან გამოიყვანეს. აქ საუბარია იმაზე, რომ ქალქის მერის თავმოწონებაზეა, მაშინ როცა პრობლემა მოგვარებული არ არის", - განაცადეს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა.
მათივე განმარტებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქვაღორღი დაყარა და არა ტექნიკური მარილი. "როგორც ეს მერმა თქვა კამერების წინ", - აღნიშნა თორნიკე ბარათაშვილმა.
დიდთოვლობის გამო ქუთაისის მერიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ "ევროპა ჩვენი სახლიას" კრიტიკას მოგვიანებით უპასუხებენ.
Print