ახალი ამბები
ტყიბულში ბზის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურაში ბზის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის სახეობის 700 ერთეული ტოტი.

"სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია",
- ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

Print